აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან პროტესტს წყვეტენ

ვწყვეტთ 24-საათიან აქციას კანცელარიასთან, – ამის შესახებ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მათი თქმით, დღეს მიიღეს დაპირება, რომ როგორც კი ყველაფერი იქნება მზად პრეპარატ „ვოსორიტიდის“ შემოსატანად, ფინანსთა სამინისტრო შესაბამის თანხებს გამოყოფს.

„დღევანდელ შეხვედრაზე ერთხელ და სამუდამოდ, ყველა შეჯერდა იმაზე, რომ „ვოსორიტიდი“ არის ერთადერთი მედიკამენტი აქონდროპლაზიის სამკურნალოდ და რომ ის არის შანსი და აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული ეს შანსი, ამ ბავშვებისთვის. ამიტომ, მშობლებმა გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან წინ უფრო ბევრი გვაქვს სამუშაო და გვჭირდება მშვიდი გონება და ვჭირდებით პირველ რიგში, ჩვენს ოჯახებს, ვწყვეტთ 24-საათიან აქციას კანცელარიასთან. დასვენებული გონებით და დიდი შემართებით, რომ საქართველოში რაც შეიძლება მალე შემოვიდეს „ვოსორიდიტის“, – განაცხადა აქონდროპლაზიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა ქეთი ბეგიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უკვე 19 დღეა მთავრობის კანცელარიასთან უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავდნენ. ისინი ხელისუფლებას ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის, „ვოსორიტიდის“ შეძენისკენ მოუწოდებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები