ილია მეორე – ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ომი არ იყოს დედამიწაზე

    დღეს ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს დიდ პასუხისმგებლობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომი არ იყოს დედამიწაზე – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
კათოლიკოს-პატრიარქმა ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შუქურ ფაშაზადე მიიღო. შეხვედრას მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად მილი მეჯლისის წევრები, მართლმადიდებელი და ებრაული თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“დღეს ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს დიდ პასუხისმგებლობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომი არ იყოს დედამიწაზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის პრობლემები, რომელიც არსებობს კავკასიაში, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყარაბაღში მშვიდობიანად გადაწყდება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოხარული ვარ თქვენი ვიზიტით საქართველოში”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
ამიერკავკასიის სულიერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ პატრიარქთან მას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. მისივე თქმით, პატრიარქი ყოველთვის პატივისცემით ეკიდება ყველა ხალხის კულტურას, მათ სულიერებას იმის მიუხედავად, თუ რომელი სახელმწიფო და რომელი ერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები