თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. “თელასის” ინფორმაციით, შეზღუდვა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I შესახვევის, ზემო ვეძისის, ლვოვის, ინტენსიფიკაციის და ვაზისუბნის ქუჩების 627 აბონენტს. სამგორის რაიონში, ქვესადგურში “ლილო-2” გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგურ ლილოს დასახლების და იუმაშევის ქუჩის 134 აბონენტს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის II კვარტლის და ქინძმარაულის ქუჩის 666 აბონენტს. ჩუღურეთის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და ჭოროხის ქუჩის 125 აბონენტს. ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, III, IV კვარტლების და გია რომელაშვილის ქუჩის 1534 აბონენტს. მთაწმინდის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სავანელის, ჭონქაძის და გერგეთის ქუჩების 193 აბონენტს. გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III მიკრორაიონის 605 აბონენტს. კრწანისის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდერე დიუმას, კოტე აფხაზის და პუშკინის ქუჩების 144 აბონენტს. ისნის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველოს დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის და ჩოლოყაშვილის ქუჩების 387 აბონენტს. დიდუბის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და მირცხულავას ქუჩის 265 აბონენტს.
“თელასი” კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები