ილია დარჩიაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა – ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის პრეზიდენტთან, იცხაკ ჰერცოგთან, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე. აღინიშნა ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობები.

შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე – მრავალმხრივ ფორმატებში.

იცხაკ ჰერცოგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები