ირაკლი ღარიბაშვილი ავთანდილ ჭრიკიშვილს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ძიუდოისტ ავთანდილ ჭრიკიშვილს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს.
“საქართველოს კიდევ ერთხელ შეუძლია, იამაყოს ქართველი სპორტსმენებით – ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ვულოცავ მას ამ ბრწყინვალე გამარჯვებას.
ქართველი ძიუდოისტების გამარჯვება და მიღწევები უკვე საამაყო ტრადიციად იქცა. მიხარია, რომ მთავრობის განსაკუთრებული თანადგომა და ხელშეწყობა ჩვენი ძიუდოისტების წარმატებებზე აისახა. მჯერა, ჩვენი სახელოვანი ძიუდოისტები კიდევ ბევრ გამარჯვებას მოიპოვებენ და ქართველ გულშემატკივარს არაერთხელ გაახარებენ”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.