გიორგი არსოშვილმა სოციალურად დაუცველ პრობაციონერებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან პრობაციონერებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მიულოცა და ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ 100–ლარიანი სასაჩუქრე ბარათები და ხატები გადასცა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირობით მსჯავრდებულებს მარიამობა ასევე საჩუქრებით მიულოცეს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსმა ბესიკ ცხადაძემ და სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებმა.
პრობაციის ეროვნული სააგენტო სისტემატურად ეხმარება სოციალურად დაუცველ პირობით მსჯავრდებულებს, რაც მათ რესოციალიზაციაში და საზოგადოებაში რეინტეგრაციაში ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები