დავით ნარმანიამ სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა
თბილისის მერი დავით ნარმანია მარიამობის სადღესასწაულო წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო.
„მინდა მარიამობა მივულოცო სრულიად საქართველოს და თითოეულ იმ იმ ადამიანს, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება წმინდა მარიამის მფარველობა, მისი მადლი და ძალა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.