ქართველმა სამხედროებმა მარიამობის დღესასწაული ავღანეთში აღნიშნეს

    დღეს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელის მიძინების დღეა. მარიამობის დღესასწაული ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა აღნიშნეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სამხედროებმა დღესასწაული ავღანეთში ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე იზეიმეს.
საეკლესიო ლიტურგია ბატალიონის კაპელანმა მამა პეტრე ხახიშვილმა აღავლინა.
სამხედრო მოძღვარმა ბატალიონის პირადი შემადგენლობა დალოცა და ქართველ ჯარისკაცებთან ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელის შესახებ იქადაგა.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ზიარების ცერემონიალი გაიმართა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები