კეზერაშვილი: უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბრიტანული სამართლებრივი სისტემის პროცედურების სრული გავლით საერთაშორისო მედიაში გასული ბრალდებების უსაფუძვლობას დაამტკიცებს.
ამასთან, როგორც კეზერაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ის უარს ამბობს ტელეკომპანია “ფორმულას” საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს აძლევს.