რუსეთის მიერ კიევის რეგიონის ნაწილის ოკუპაციის დროს, 2022 წლის თებერვლის ბოლოს – აპრილის დასაწყისში 1374 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, თუმცა, მათგან 717 გამიზნებით, პირდაპირ არის მოკლული.
ამის შესახებ უკრაინის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ანდრი ნებიტოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„დღემდე იდენტიფიცირებულია 1374 დაღუპულის ცხედარი. აქ მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ 1374 გვამიდან 717 მოკლეს მცირე იარაღით, ანუ ადამიანების უმეტესობა გამიზნებით დახვრიტეს,” – განაცხადა მან.
ნებიტოვის თქმით, დანარჩენს დაღუპულებს შორის 340 ნაღმზე აფეთქდა, ხოლო 317 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.