“გალის რაიონში საქართველოში აქციებში მონაწილეობის სურვილი თითქმის არავის გამოუხატავს” – ე.წ. ხელმძღვანელი

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ.ხელმძღვანელის, კონსტანტინე ფილიას თქმით, რაიონში ვითარება მშვიდია, ადგილობრივებს “საქართველოში აქციებში მონაწილეობის სურვილი არ გამოუხატავთ”.

ამის შესახებ მან რადიო Sputnik-თან საუბარში თქვა.

„ნორმალური, სტაბილური მდგომარეობაა, ხალხი მუშაობს. საზღვრის გადაკვეთის და აქციებში მონაწილეობის მსურველი დიდად არავინ იყო. მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა წინასწარ გონივრული შეზღუდვა დააწესეს იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე მსგავსი ქმედებისთვის იქნებოდა პროვოცირებული”, – თქვა ფილიამ.

მისივე თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც გალის რაიონის სტუდენტები, რომლებიც “საქართველოში სწავლობენ”, აქციებში სხვადასხვა სანქციის საფრთხის ქვეშ იყვნენ ჩართული.

“ქართული უნივერსიტეტების სტუდენტების, რომელთა ნათესავები აფხაზეთში ცხოვრობენ, საპროტესტო აქციებზე მიზიდვის პრაქტიკა ადრეც ყოფილა”, – განაცხადა ფილიამ რადიო Sputnik-ის ეთერში.

“გალელი ბავშვები ქართულ უნივერსიტეტებში აბარებენ. შემდეგ მათ პოულობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თავიანთ საქმეში ითრევენ. ასეთი ერთეული შემთხვევა ყოფილა”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები