სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი – „შემოთავაზებულ პროექტს მივესალმები და მჯერა, რომ რამდენიმე წელიწადში, ქვეყანას ექნება ძლიერი ბაზა”

„წლების წინ აქ ჩამოსულები იყვნენ ჩვენი უცხოელი კოლეგები და როდესაც ეს კლინიკა (რესპუბლიკური) შეისწავლეს, მათი აზრიც ასეთი იყო, რომ მისი რეაბილიტაცია ძალიან რთული იქნებოდა და რჩევაც, რომ აქ აშენებულიყო ახალი საავადმყოფო”, – აღნიშნულის შესახებ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა განაცხადა.

ზურაბ ორჯონიკიძემ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს, როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით საავადმყოფოს განვითარებას მიესალმება.

„ჩემი აზრით, ეს კლინიკა ყოველთვის უნდა იყოს სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქვეყნის ძირითადი ბაზა, ექიმების მომზადებისთვის. დღევანდელ პრობლემასთან მიმართებით შემიძლია, გითხრათ, რომ 2025 წლისთვის ახალი მოთხოვნები იქნება კლინიკებთან დაკავშირებული, რომლის დაკმაყოფილება ქვეყანაში სულ რამდენიმე კლინიკას თუ შეუძლია. რაც შეეხება შემოთავაზებულ პროექტს, მე მივესალმები და მჯერა, რომ ეს განხორციელდება და რამდენიმე წელიწადში, ქვეყანას ექნება ძლიერი ბაზა”, – განაცხადა თსსუ-ის კანცლერმა, ზურაბ ორჯონიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები