ISW: რუსეთი რელიგიას იარაღად იყენებს

რუსეთის ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე უკრაინის დისკრედიტაციის და სამხედრო მიზნების მისაღწევად რელიგიას იარაღად გამოყენებას აგრძელებს და მისი საშუალებით საინფორმაციო ოპერაციებს ახორციელებს და ეს ყველაფერი იმ დროს ხდება, როდესაც თავად რუსეთი, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რელიგიურ თავისუფლებებს უხეშად არღვევს.

ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მოხსენებაშია ნათქვამი.

„რუსეთმა შესაძლოა, მართლმადიდებლური აღდგომა, მართლმადიდებლური რელიგიის პატივისცემის გამო, ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით, უკრაინის კონტრშეტევის გადავადებისთვის გამოიყენოს, თუმცა, თავად რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიისადმი ასეთ პატივისცემას არ ავლენს“, – აღნიშნავენ ISW-ს ექსპერტები.

ასევე ხაზგასმულია, რომ რელიგიური დევნა, სავარაუდოდ,  არის რუსეთის მხრიდან კულტურული გენოციდის და ეთნიკური წმენდის კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი უკრაინელი ერისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იდეის განადგურებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები