დანილოვი: რუსეთს ზელენსკის ლიკვიდაცია დღის წესრიგიდან არ მოუხსნია

Secretary of the National security and defence council of Ukraine Oleksiy Danilov answers AFP journalists' questions during an interview in his office, in Kiev on December 24, 2021. - "Putin wants to destroy Ukraine" but he will not succeed as all Ukrainians will resists in the event of a Russian invasion, a country's top security aide told AFP in an interview. (Photo by Sergei SUPINSKY / AFP) (Photo by SERGEI SUPINSKY/AFP via Getty Images)

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოუხსნია.

მისი თქმით, ამ დრომდე რუსებმა ვერ მოახერხეს ზელენსკის ფიზიკურად ლიკვიდაცია, ამიტომ ახლა ცდილობენ სახელმწიფოს მეთაურის პოლიტიკურ განადგურებას.

„რუსეთი ისწრაფვის ჩვენი პრეზიდენტის პოლიტიკური ლიკვიდაციისკენ, რადგან ჩვენმა პრეზიდენტმა აჩვენა და დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს, რომ ის ლიდერია. რუსებს ეს ნამდვილად არ ახარებთ“, – აღნიშნა დანილოვმა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ასევე განაცხადა, რომ თებერვლის ბოლოს – 2022 წლის მარტის დასაწყისში „იყო ცხელი პერიოდი“ ზელენსკის ლიკვიდაციის მცდელობებთან დაკავშირებით.

„ახლა ჩვენ ამას არ ვაკვირდებით, მაგრამ პრეზიდენტის მიმართ მუქარა ყოველთვის არის. ამიტომ, შესაბამისი უწყებები ამ ყველაფერზე სათანადოდ მუშაობენ“, – განაცხადა დანილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები