“ნატოში უკრაინის გაწევრიანება მის პრობლემებს ვერ გადაჭრის” – ჩეხეთის საგარეო უწყება

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ  ნატოში უკრაინის გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და დასძინა, რომ მხოლოდ ცალკე აღებული ეს ფაქტი ვერ გადაჭრის კიევის პრობლემებს.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იტყობინება ČTK.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინის მისწრაფებებს, გახდეს ნატოს წევრი. მაგრამ ეს არ არის ის, რაც ავტომატურად გადაჭრის უკრაინის პრობლემებს”, – განუცხადა ლიპავსკიმ ჟურნალისტებს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ახლა ნატოს წევრმა ქვეყნებმა მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ კიევისთვის დახმარების გაზრდაზე, კერძოდ, სამხედრო აღჭურვილობისა და არალეტალური ტექნიკის დაფინანსების ფონდის გაზრდის გზით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები