რუსეთი მზად არის, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზოს, თუ პოლიტიკოსის მხრიდან მსგავსი თხოვნა იქნება გაკეთებული.
ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, მარია ბუტინამ განაცხადა.
„თუ ტრამპი ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, რუსეთი ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, განიხილავს. შეიძლება თუ არა, რუსეთმა ტრამპი გაცვალოს? რუსეთს საკმარისად ჰყავს თავისი მოქალაქეები, ბევრი მათგანი აშშ-ის ციხეებში სრულიად გაყალბებული ბრალდებებით იმყოფება. ამიტომ, ჩვენ ვიცით, ვისზეც ვისაუბროთ, ვიდრე ტრამპთან დაკავშირებულ იდეებს წარვადგენთ”, – თქვა მან.