სილვიო ბერლუსკონი რეანიმაციაშია

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, სილვიო ბერლუსკონი რეანიმაციაში მოათავსეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Corriere della Sera ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ბერლუსკონი ფილტვების პრობლემების გამო “სან რაფაელის” კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

პოლიტიკოსს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა.

ANSA-ს ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები