პარიზის მოსახლეობამ ქუჩებში ელექტროსკუტერების დაქირავების აკრძალვას მხარი დაუჭირა

პარიზის მოსახლეობამ ქუჩებში ელექტროსკუტერების დაქირავების აკრძალვას მხარი დაუჭირა.

ქალაქის მერის, ან იდალგოს თქმით, გამოკითხულთა 90 პროცენტმა მხარი არ დაუჭირა სამ კომპანიასთან ხელშეკრულებების ვადის გაგრძელებას. თუმცა, ხმის უფლების მქონე 1,3 მილიონი მოქალაქის მხოლოდ 7,4 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში. ამის მიუხედავად, ქალაქის მთავრობა მიიჩნევს, რომ გამოკითხვის შედეგს ძალა აქვს – 1 სექტემბრიდან პარიზში აღარ იმოძრავებს დაქირავებული ელექტროსკუტერები.

შარშან ელექტროსკუტერებით პარიზში 400 უბედური შემთხვევა მოხდა, სამი ადამიანი დაიღუპა. სულ საფრანგეთის დედაქალაქში დაახლოებით 15 ათასი გასაქირავებელი ელექტროსკუტერია. ახალი წესით, არ შეიზღუდება კერძო მფლობელობაში არსებული ელექტროსკუტერები.

მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ მოაგვარა და შეზღუდა ელექტროსკუტერების მოხმარება. ბარსელონასა და მონრეალში ისინი სრულიად აიკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები