“ნატო უკრაინის მხარდაჭერის მრავალწლიან პროგრამას შეიმუშავებს” – სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ 4 აპრილის შეხვედრაზე, რომელშიც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას, უკრაინის მხარდაჭერის მრავალწლიანი პროგრამის შემუშავების დაწყებას შეათანხმებენ.

ამის შესახებ მან ბრიუსელში განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრები განიხილავენ, თუ როგორ შეუძლია ნატოს, გაზარდოს უკრაინის მხარდაჭერა, მათ შორის, შეიარაღებული ძალების შემდგომი გაძლიერება და საბჭოთა ტექნიკიდან და იარაღიდან, ნატოს სტანდარტებით შეიარაღებაზე გადასვლა.

“ჩვენი მხარდაჭერა გათვლილია ხანგრძლივ პერიოდზე. ამიტომ, ველით, რომ მინისტრები შეთანხმდებიან უკრაინის მრავალწლიანი პროგრამის შემუშავებაზე”, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ასევე დაადასტურა, რომ ფინეთი ნატოს ოფიციალურად 4 აპრილს შეუერთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები