“4 აპრილი ისტორიული დღე იქნება, ფინეთი ნატოს ოფიციალურად შეუერთდება” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთი ალიანსს ოფიციალურად 4 აპრილს შეუერთდება.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 4 აპრილი ისტორიული დღე იქნება.

“ხვალ ჩვენ მივესალმებით ფინეთს, როგორც ნატოს 31-ე წევრს, რაც ფინეთს უფრო უსაფრთხოს გახდის და ჩვენს ალიანსს გააძლიერებს. ფინეთის დროშას აქ, ნატოს შტაბ-ბინაში პირველად ავამაღლებთ”, – თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ 4 აპრილი ნატოს დაარსების წლისთავია. 1949 წლის ამ დღეს ვაშინგტონში 12 ქვეყნის – აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, კანადის, დანიის, ისლანდიის, ნორვეგიისა და პორტუგალიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ჩრდილოატლანტიკურ პაქტს სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები