ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს ეწვევა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს პოლონეთს ეწვევა.
ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარკინ პრჟიდაჩმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.
„ოთხშაბათს, 5 აპრილს ველოდებით უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს“, – განაცხადა პრჟიდაჩმა.
მისი თქმით, ზელენსკი პოლონეთში პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიწვევით ჩადის.
ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი პოლონელებთან და პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელებთან შეხვედრას გეგმავს.