“ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი და ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლი” – ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სასამართლოს წინაშე 4 აპრილს წარდგება.

სასამართლოში მისვლამდე ტრამპმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მხარდამჭერებს 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მობილიზაციისკენ მოუწოდა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი მოწინააღმდეგეები საარჩევნო კამპანიებში მილიონობით დოლარს ხარჯავენ და მათი მიზანი ტრამპის საარჩევნო კამპანიას ჩამოშორებაა.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა ასეთი ბოროტი და ამაზრზენი თავდასხმების მსხვერპლი. მაგრამ ისინი მხოლოდ იმიტომ მესხმიან თავს, რომ მე თქვენთვის ვიბრძვი. ძალიან მარტივია. განსაკუთრებული ინტერესების მქონე გლობალისტმა დონორებმა სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის განადგურებით გამოიმუშავეს. სამაგიეროდ, ჩვენს საპრეზიდენტო კამპანიას ყოველთვის აფინანსებდნენ თქვენნაირი ძირძველი პატრიოტები. ამიტომ მოგიწოდებთ შემოწირულება გაიღოთ”, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები