ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში რეფორმისტული კოალიცია ლიდერობს
ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
პირველადი შედეგებით, არჩევნებში რეფორმისტული კოალიცია ლიდერობს.
Euronews-ის ინფორმაციით, კოალიციამ, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი, კირილ პეტკოვი ხელმძღვანელობს, ხმების 25,6% მიიღო.
მეორე ადგილზე, ასევე, ექსპრემიერის, ბოიკო ბორსოვის პარტია „გერბი“ გავიდა 24,8%-ით.
მედიის ინფორმაციით, არჩევნების საბოლოო შედეგი შესაძლოა, რამდენიმე დღეში გახდეს ცნობილი.
ბოლო 2 წლის განმავლობაში ბულგარეთში ეს მეხუთე არჩევნებია.