“შიდა ტერორიზმი” – პოდოლიაკი სანკტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებაზე

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სანკტ-პეტერბურგში, კაფეში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა, რომლის შედეგად რუსეთის სამხედრო კორესპონდენტად ცნობილი ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა.

“იწყება … ობობები ქილაში ერთმანეთს ჭამენ. კითხვა: “როდის გახდება შიდა ტერორიზმი შიდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი?” დროის საკითხი იყო”, – დაწერა მან Twitter-ზე.

აფეთქების შემდეგ, რუსეთში ბევრმა ბლოგერმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა.

პოდოლიაკმა კი დაწერა, „რუსეთის ფედერაციას შეუქცევადი პროცესები და არეულობა ელოდება 2.0“.

აპრილს სანკტ-პეტერბურგის ცენტრში, კაფე Street Food Bar №1-ში რუსი პროპაგანდისტი, ომის მხარდამჭერი სამხედრო კორესპონდენტი, მაქსიმ ფომინი, იგივე ვლადლენ ტატარსკი მოკლეს. აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მას ქალმა სასაჩუქრე ყუთი გადასცა.

მომხდარში ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვაა, რომელიც, ოფიციალურად, რუსეთის შსს-მ ძებნაში გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები