კამჩატკაზე 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
კამჩატკაზე 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალი ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკისგან 48 კილომეტრში, 99,5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
თვითმხილველების თქმით, პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიში კედლები და ფანჯრები ირყეოდა, ხალხმა შენობები დატოვა.
ქალაქის რამდენიმე უბანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.