“რუსეთი და სამხრეთ ოსეთი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მისაღწევად გაერთიანდნენ” – კარასინი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მისაღწევად გაერთიანდნენ.
ამის შესახებ მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველთან, კონსტანტინე კოჩიევთან შეხვედრაზე განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ კონტაქტების შედეგად ჩვენი ურთიერთობა სამხრეთ ოსეთთან მხოლოდ ახალ იმპულსებს მიიღებს. კიდევ ერთხელ მადლობა ამ შეხვედრისთვის. იმედი მაქვს, მოსკოვს ხშირად ეწვევით“, – განაცხადა კარასინმა.
კონსტანტინე კოჩიევმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ისტორიულად ძალიან მჭიდრო და ნდობა აქვს.