სათანადოდ რომ მუშაობენ სამართალდამცველი სტრუქტურები, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახური, სწორედ ამის შედეგია, რომ საქართველოში არის მშვიდობა, სიმშვიდე და საქართველოში დაცულია ჩვენი ეროვნული ინტერესები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ კიდევ ერთხელ უარყო, ინფორმაცია საქართველოში რუსული ბიზნესის მასობრივი მიგრაციის შესახებ.
„რუსული ბიზნესის მასობრივი მიგრაცია საქართველოში არის ტყუილი, რაც ფაქტებით დასტურდება. ეს ისეთივე ტყუილია, როგორიც იყო მაგალითად, სანქციებისთვის გვერდის ავლა და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი ტყუილია!
სათანადოდ რომ მუშაობენ სამართალდამცველი სტრუქტურები, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახური, სწორედ ამის შედეგია, რომ საქართველოში არის მშვიდობა, სიმშვიდე და საქართველოში დაცულია ჩვენი ეროვნული ინტერესები ყველა მიმართულებით. იქნება ეს რუსეთის თუ სხვა მიმართულება. სწორედ სამართალდამცველი სტრუქტურების დამსახურებაა სიმშვიდე და მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.