თორნიკე მოლაშვილი: სააკაშვილმა დაახლოებით 30 ტელევიზია დახურა, მოსპო ოპოზიციური აზრი – რა დემოკრატიის განვითარებაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზეა საუბარი?

დაახლოებით 30 ტელევიზია დახურა, მოსპო ოპოზიციური აზრი. რა დემოკრატიის განვითარებაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზეა საუბარი?, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ციხეში [როცა მე დამაკავეს] კვირაში მინიმუმ 2-3 გვამი გადიოდა, მიჰყავდათ საავადმყოფოში როგორც ცოცხალი, ფორმდებოდა როგორც ცოცხალი პიროვნება, რომელიც ჩააბარეს საავადმყოფოში და ან იმ დღეს, ან მეორე დღეს უნდა „გარდაცვლილიყო“. გლდანის ციხეში კვირაში მინიმუმ 2-3 ადამიანი კვდებოდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ვისთან, რა ბოროტებასთან გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება საქმე. მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში ბუტა [რობაქიძე] ეგრევე მოკლა“, – აღნიშნა მოლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში, ნორვეგიაში პრიზი გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები