მამუკა მდინარაძე: თუკი სადმე რამე ობიექტური კრიტერიუმით შეფასდა, საქართველო ბევრგან მოწინავე პოზიციაზეა

“მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ თუკი სადმე რამე ობიექტური კრიტერიუმით შეფასდა, საქართველო ბევრგან მოწინავე პოზიციაზეა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დემოკრატიასთან დაკავშირებით წუხილები უსაფუძვლო იყო.

„მათ შორის, თქვენ ნახეთ, რომ როდესაც კანდიდატის სტატუსს ეხებოდა თემა და ყველა კრიტერიუმი ერთად იყო შეფასებული და თავმოყრილი ერთ დოკუმენტში, რასაც ევროკავშირის შეფასების კრიტერიუმები ჰქვია, იქ ჩვენ ვიყავით მოწინავე პოზიციაზე და ამან ისიც დაამტკიცა, რომ წუხილები დემოკრატიასთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო თავის დროზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები