თეთრი სახლი მიესალმება ისრაელის პრემიერის გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის გადადებას გულისხმობს

თეთრი სახლი მიესალმება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ნაბიჯს სასამართლო სისტემის რეფორმის გადადების შესახებ, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

„ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას, როგორც შესაძლებლობას შეიქმნას დამატებითი დრო და სივრცე კომპრომისისთვის. კომპრომისი არის ზუსტად ის, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებთ.

დემოკრატიული საზოგადოებები ძლიერდება კონტროლისა და ბალანსის საშუალებით და დემოკრატიულ სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები უნდა განხორციელდეს სახალხო მხარდაჭერის რაც შეიძლება ფართო საფუძვლით“, – აღნიშნა ჟან-პიერმა.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მთავრობა სასამართლო რეფორმის განხილვას მომდევნო საპარლამენტო სესიისთვის გადადებს, რომელიც მაისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები