სოციალურ მუშაკთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ კვირეულს აღსრულების ეროვნული ბიუროც შეუერთდა

სოციალურ მუშაკთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ კვირეულს აღსრულების ეროვნული ბიუროც შეუერთდა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, სოციალური მუშაობა აღსრულებაში – ამ თემაზე გამართულ შეხვედრაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალურმა მუშაკებმა სააღსრულებო წარმოებაში სოციალური მუშაობის მნიშვნელობაზე და სპეციფიკაზე ისაუბრეს.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიესალმა. ,,სააღსრულებო წარმოების პროცესში მოქნილი სოციალური პოლიტიკის გატარება ხელს უწყობს გადაწყვეტილებათა ნებაყოფლობით და მხარეთა შეთანხმებით დასრულებას“, – აღნიშნა ერეკლე ღვინიანიძემ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, მირიან ხარაბაძის განცხადებით, ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროში სოციალური მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდება“.

ღონისძიებაში სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო უწყების ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც ჩართული არიან სოციალურ მუშაობაში.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტი ფუნქციონირებს, რომლის იურისტი მენეჯერები და სოციალური მუშაკები ჩართული არიან სააღსრულებო წარმოებაში, აუქციონის, ალიმენტის და გამოსახლების კატეგორიის საქმეებში. ისინი ახდენენ მხარეთა სოციალური მდგომარეობის შეფასებას, დახმარების საჭიროების იდენტიფიცირებას და რეფერირებას; უზრუნველყოფენ სახელმწიფო თუ არასამთავრობო სერვისზე ხელმისაწვდომობას; მხარეებთან აქტიური კომუნიკაციით ახორციელებენ მედიაციას, რათა საქმისწარმოება მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით და შეთანხმებით დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები