თუმანიშვილის სპექტაკლი ედინბურგში 2000 წარმოდგენიდან საუკეთესოდ დასახელდა

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა „ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე“ საუკეთესო სამსახიობო ხელოვნების ნომინაცია მოიპოვა. დასი გაზეთ „სთეიჯმა“ დააჯილდოვა. აღნიშნული ნომინაცია ერთადერთია, რომლითაც ფესტივალზე სამსახიობო ხელოვნება ჯილდოვდება.
თუმანიშვილის თეატრი საერთაშორისო ფესტივალზე ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმით” წარდგა, რომლის რეჟისორი და ინსცენირების ავტორი, ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი გაი მასტერსონია. სპექტაკლის “ცხოველების ფერმა” პრემიერა სწორედ ედინბურგის ფესტივალზე შედგა. 20 აგვისტოს კი ქალაქ ედინბურგის კანცლერმა სტივ კარდონიმ და შოტლანდიის ლორდ პროვოსტმა მიხეილ თუმანიშვილის კინო-მსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე და მთელი დასი საპატიო სიგელით დააჯილდოვეს. ფესტივალი 31 ივლისიდან – 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა. თუმანიშვილის თეატრი შოტლანდიაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრა. თუმანიშვილის თეატრი თბილისში 27 აგვისტოს ჩამოდის. საერთაშორისო ფესტივალი 31 ივლისიდან – 25 აგვისტოს ჩათვლით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები