ოკუპირებულ აფხაზეთში მილიციელი ნარკოტიკის გასაღებაზე დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მილიციის უმცროსი ლეიტენანტი, აიკ არზუმანიანი ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს.

დაკავება 18 მარტს მოხდა, არზუმიანი სოხუმში დროებითი მოთავსების იზოლატორში მორიგეობდა.

დაკავებისას მას ამოუღეს ნარკოტიკის შეკვრა და ექვსი ორგრამიანი შპრიცი, რომელიც მან დროებითი მოთავსების იზოლატორში, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, გაყიდვის მიზნით გაურკვეველ ვითარებაში შეიძინა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე დიდი ოდენობით რეალიზაციის მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები