მარია კონაროვსკა და კატაჟინა პაკოშინსკა – პირადი ჩანაწერები

ეს საოცარი ადამიანები პირველად პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩასულმა გავიცანი… სლავური ეშხის, მომხიბვლელი მზერით და საოცარი სიმსუბუქით მიღიმოდნენ და გულწრფელად მიზიარებდნენ პოზიტიურ ემოციას…
საქართველოს ხსენებაზე თვალები გაუნათდათ… ერთად ერეოდა ნოსტალგიის, მონატრების, სიყვარულის, პატივისცემის, მეგობრობის განცდა.
გაოცებული და ცოტა გულდაწყვეტილიც კი ვუყურებდი, სიამაყით ვუსმენდი და მეღიმებოდა, რომ მე მათი საყვარელი და მონატრებული ქვეყნის შვილი ვიყავი! გული მწყდებოდა, რომ ვიყავი ქვეყნიდან, რომელიც ყველაში ტოვებს დადებით კვალს და ჩვენ მისი შვილები, რატომღაც სათანადოდ ვერ ვაფასებთ ხოლმე (ეს ჩემი პირადი აზრია).
ცნობილი პოლონელი მსახიობები ცდილობდნენ გაეხსენებინათ მივიწყებული ქართული სიტყვები, ჟარგონები და ეს იმდენად დიდ სითბოს მოიცავდა, რომ დღემდე სიხარულით ვიხსენებ… ერთი კვირა დავყავი ვარშავაში. ულამაზესი ქალაქია. მშვენიერი, სუსტი სქესის სლავური მომხიბვლელობით დაჯილდოებული ლამაზმანები, სიმშვიდე და ულამაზესი პარკები, სადაც ნამდვილად აღმოაჩენთ უამრავ საინტერესოს და დადებითი ენერგიით აივსებით…
ცოტა ხნის წინ ისინი საქართველოს ესტუმრნენ. მე მათ მზერაში კვლავ დავინახე ჩვენი ქვეყნის ის ჯადოსნური ენერგია, რომელიც უკვდავ შთაბეჭდილებასთან ერთად, საოცარ სიყვარულს ჩუქნის ადამიანებს…
სამი მსახიობი და ერთი ფოტორეპორტიორი – გადაწყვიტეს საკუთარ თანემემამულეებს გაუზიარონ ის, რასაც თავად აფასებენ – შექმნან ბროშურა, პირადი ჩანაწერებით და შთაბეჭდილებებით, სადაც საინტერესო ფოტომასალით საკუთარ ემოციებს ასახავენ. თანამემამულეებს კი, მისცემენ რჩევებს, თუ სად შეუძლიათ საქართველოში დაისვენონ, მიიღონ ის მნიშვნელოვანი და საჭირო ენერგია, რომელიც ეგზოტიკური ქვეყნების მოყვარულთათვის აუცილებელია…
ქალებს, როგორც წესი, გრძნობების გადმოცემის განსაკუთრებული ნიჭი გვაქვს. მაინც, რა მოსწონთ რა უყვართ რა არის ჩვენთან ის, რაც ენატრებათ ასე….
„ვგიჟდებით თქვენ ქვეყანაზე, ის არასდროს დაგავიწყდება,აქ სულ სხვანაირად ამოდის ჰაერი ფილტვიდან, აქ ყველაფერი სხვა ფერია, და რაც მთავარია ხალხი – თბილი, მეგობრული მოსიყვარულე და ენეგიული….“, – თითქმის თითოეული მათგანისგან ერთი და იგივე შინაარსის წინადადებებს ვისმენ …
მათთან ერთად გავატარე 5 დღე .. გავიცანი საკუთარი სამშობლო და ახლა თქვენ გიზიარებთ “ქართველი პოლონელების“ თვალით დანახულ პირად ჩანაწერებს, ჩვენი საოცარი ქვეყნის შესახებ…

10608869_10203371666270075_1093672419_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=AJ82SM6b8fw&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები