„ადამიანი-პონი“ – რობერტ ჰადლსტონის ისტორია

ჯერ კიდევ ასი წლის წინ ადამიანი ფიზიკური ნაკლით საკუთარ თავს ცხოვრებაში ვერ პოულობდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს მხოლოდ საკუთარი ახლობლების იმედი თუ ექნებოდა ან ცირკში უნდა ემუშავა. ძალიან ხშირად მათი სიცოცხლე სწრაფად და ტრაგიკულად მთავრდებოდა. მაგრამ არსებობდა გამონაკლისებიც. „ადამიანი-პონი“, იგივე რობერტ ჰადლსტონმა ძალიან დიდხანს და ბედნიერად იცხოვრა.

ცხოვრება ფერმაში

რობერტ ჰადლსტონი დაიბადა 1895 წელს მისურის შტატში ფერმერთა ოჯახში. მას დაბადებიდან იდაყვების და მუხლების სახსრების დეფექტი ჰქონდა – ისინი უკუღმა მხარეს იყო ამოტრიალებული. გარდა ამისა, რობერტის ფეხები ძალიან მოკლე იყო. ამის გამო მას მხოლოდ ოთხზე შეეძლო გადაადგილება. მიუხედავად ამისა ჰადლსტონი ცდილობდა ჩვეულებრივი ცხოვრების წესით ეცხოვრა – თამაშობდა ბავშვებთან, ისწავლა ცურვა და მშობლებს ფერმის საქმეში ეხმარებოდა.
თავიდან რობერტი მარტივ დავალებებს ასრულებდა, მაგრამ როდესაც გაიზარდა მნიშვნელოვან სამუშაოს შეუერთდა. ის წველიდა ძროხებს, ეხმარებოდა მამას სახერხ საამქროში, ხოლო ზამთარში მარხილში ებმებოდა და ტყიდან ფერმაში ხის ტოტები მიჰქონდა. ამ დატვირთვამ ის სასწაულებრივად ძლიერი და ამტანი გახადა. მეზობლები ჰადლსტონს „ადამიან-პონის“ უწოდებდნენ, მაგრამ მას არ სწყინდა. რობერტი ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო.
ერთხელ როდესაც რობერტი მამასთან ერთად საფერმერო საქმეზე იყო გამოფენაზე, ის ტომ მიკსმა – ცირკ-შაპიტოს მფლობელმა შეამჩნია. მას იმ დროისთვის ტიპური გუნდი ჰყავდა სადაც გარდა მწვრთნელების, კლოუნების და აკრობატებისა შედიოდნენ სხვადასხვა ფიზიკური ანომალიების მქონე პირები. მიკსმა რობერტს თავის ცირკში გამოსვლა შესთავაზა და ისიც დათანხმდა.

არტისტის კარიერა

ჰადლსტონი პირველად პუბლიკის წინაშე ტეხასში გამოჩნდა. აჩვენებდა რაოდენ ძლიერი, ამტანი და მოქნილი იყო, თანაც კარგი იუმორის გრძნობით. პუბლიკა მოჯადოებული იყო „ადამიანი-პონით“. ასე დაიწყო რობერტის ხანგრძლივი და ნაყოფიერი კარიერა ცირკში.

თავის გამოსვლებში ჰადლსტონი ცდილობდა ორიგინალური ყოფილიყო. მას არ სურდა, რომ უბრალო ცხოველივით გახსენებოდა ხალხს. მსახიობი ახალ ილეთებს იგონებდა, გამოდიოდა რთული ნომრებით სხვადასხვა მსახიობებთან, გამუდმებით ხუმრობდა მაყურებელთან. ცირკში რობერტმა 36 წელი იმუშავა და ამ დროის განმავლობაში კარგი დანაზოგიც მოაგროვა.
რობერტ ჰადლსტონს უყვარდა ადამიანები, ისინი კი სამაგიეროთი პასუხობდნენ. ის იყო ოპტიმისტი და საერთოდ არ ჰქონდა კომპლექსები თავისი ნაკლის გამო. მას არასდროს ჰყოლია ოჯახი, მაგრამ სამაგიეროდ ირგვლივ სულ ჰყავდა მეგობრები, ხოლო საყვარელი სამსახური მოწყენის საშუალებას არ აძლევდა. ყველა ინტერვიუში ის ამბობდა, რომ ძალიან ბედნიერია და კმაყოფილი ცხოვრებით. რობერტი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები