ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველო-უკრაინის მეგობრობა საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება. მისივე თქმით, ქართული მხარე ყურადღებით აკვირდება რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და იმედოვნებს, რომ ყველა პრობლემა მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაიჭრება.
“საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს – ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს. საქართველოსა და უკრაინას მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ და ვიმედოვნებთ, თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენი ქვეყნების მეგობრობა საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენ ძალიან ვაფასებთ უკრაინის მხარდაჭერას და გარწმუნებთ, რომ საქართველოს სახით საიმედო და ერთგული პარტნიორი გყავთ.
ყურადღებით ვაკვირდებით რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ვიმედოვნებთ, რომ ყველა პრობლემა მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაიჭრება. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ამ რთულ პერიოდში”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები