პუტინი: მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა
მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა გაიმართა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ალასკაში, ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი მოლაპარაკებები კონსტრუქციულ და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროში წარიმართა. საკმაოდ საფუძვლიანი და სასარგებლო იყო“, – აღნიშნა პუტინმა.
პუტინმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ტრამპს ალასკაში მოწვევისთვის.
„საკმაოდ ლოგიკური იყო აქ შეხვედრა, რადგან ჩვენი ქვეყნები, მიუხედავად იმისა, რომ ოკეანეებით არიან გამოყოფილი, სინამდვილეში ახლო მეზობლები არიან“, – განაცხადა კრემლის ლიდერმა.