პუტინი აცხადებს, რომ ბოლო წლებში, აშშ-რუსეთის ურთიერთობები გაუარესდა და შეხვედრას „დიდი ხნის დაგვიანებული“ უწოდა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ალასკაში, ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რომ ბოლო წლებში, აშშ-რუსეთის ურთიერთობები გაუარესდა.
„ცნობილია, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ოთხი წელია სამიტი არ ჩატარებულა და ეს დიდი დროა. ამჯერად ორმხრივი ურთიერთობებისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო. და მოდით, გულწრფელად ვთქვათ, ის ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ვფიქრობ, ეს როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე მთლიანად მსოფლიოსთვის სასარგებლო არ არის“, – თქვა კრემლის ლიდერმა.
მანვე დასძინა, რომ სახელმწიფო მეთაურებს შორის პირისპირ შეხვედრა დიდი ხნის დაგვიანებული იყო.