4 ქორწინება, 11 შვილი – როგორი იყო მარლონ ბრანდოს პირადი ცხოვრება

მარლონ ბრანდოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ მსახიობს უწოდებენ. ის ნამდვილად მნიშვნელოვანი ფიგურაა მსოფლიო კინოხელოვნებაში. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბრანდოს ძალიან ბევრი გატაცება ჰქონდა, ზოგი მნიშვნელოვანი, ზოგიც – არა.

ერთ-ერთმა მისმა ბიოგრაფმა, სტეფან კანფერმა ერთხელ თქვა: „არსებობს კინემატოგრაფი ბრანდომდე და მის შემდეგ, ისევე როგორც ფერწერა პიკასომდე და მას შემდეგ, ლიტერატურა ჰემინგუეიმდე და მას შემდეგ, პოპ-მუსიკა სინატრამდე და სინატრას შემდეგ…“

ავტობიოგრაფიულ წიგნში – „სიმღერები, რომელთაც დედა მიმღეროდა“ – ბრანდო იხსენებს, როგორ შეხვდა მერილინ მონროს ერთ-ერთ წვეულებაზე. მათ ხანმოკლე რომანი ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ ურთიერთობა შეწყვიტეს. ბრანდო ოთხჯერ იყო დაქორწინებული, ოფიციალურად მას 11 შვილი ჰყავს, არაოფიციალურად – დაახლოებით, 17.

1976 წლის დასაწყისიდან  ბრანდოს ბიოგრაფი ირწმუნებოდა, რომ ის ბისექსუალი იყო. თავად ბრანდომ ეს ფრანგ ჟურნალისტთან აღიარა: „ჰომოსექსუალობა იმდენად მოდაშია, რომ უკვე არავისთვისაა გასაკვირი. ისევე, როგორც ბევრს სხვა მამაკაცს, მეც მქონდა ჰომოსექსუალური გამოცდილება და მე ამის არ მრცხვენია. არასდროს მაღელვებდა რას იტყოდნენ სხვები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები