იუნისეფის კვლევა: მსოფლიოში პირველად – უფრო მეტი ბავშვია ჭარბწონიანი, ვიდრე არასაკმარისი წონის მქონე

ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაცია „იუნისეფის“ მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის მიხედვით, რომელიც 190-ზე მეტი ქვეყნის მონაცემებს ეყრდნობა, მსოფლიოში პირველად დაფიქსირდა, რომ ჭარბწონიანი ბავშვების რიცხვი არასაკმარისი წონის მქონე ბავშვებს აღემატება.

სიმსუქნე ამჟამად აღემატება წონის ნაკლებობას მსოფლიოს ყველა რეგიონში, გარდა აფრიკისა და სამხრეთ აზიისა.

ქვეყნებში არასაკმარისი კვება, რაც შეიძლება გამოიხატოს გამოფიტვაში და ზრდის შეფერხებაში, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

კვლევის თანახმად, ჭარბწონიანი ბავშვების რიცხვი, მათ შორის სიმსუქნით დაავადებულებისაც, იმდენად გაიზარდა, რომ ამჟამად სკოლის ასაკის ყოველი მეხუთე მოზარდი ჭარბწონიანია. კვლევის თანახმად, ეს მთელ მსოფლიოში, დაახლოებით, 391 მილიონი ბავშვია.

ექსპერტების თქმით, შედეგი მიუთითებს გლობალურ საკვებ კრიზისზე: ერთი მხრივ ბავშვთა ნაწილი კვლავ შიმშილობს, მეორე მხრივ კი სწრაფი კვების პროდუქტებისა და არაჯანსაღი დიეტის გამო სიმსუქნის შემთხვევები იზრდება.

“იუნისეფი” ქვეყნებს მოუწოდებს მეტი ინვესტიცია განახორციელონ ჯანსაღ კვებასა და განათლებაში, რათა მომავალი თაობა სერიოზული ჯანმრთელობის საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები