მიხეილ გიორგაძე გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრი მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა დიდებულიძემ მიხეილ გიორგაძეს სამომავლო გეგმები და იდეები გააცნო. მათივე ინფორმაციით, მარინა დიდებულიძემ მინისტრს არსებული მატერიალურ-ტექნიკური პრობლემების შესახებაც უამბო.
როგორც მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, კულტურის სამინისტროს მხრიდან მათ დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისთვის, საჭიროა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრიმა წარმოადგინოს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა და ზუსტად განსაზღვროს პრიორიტეტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები