მარკ ფეიგინი: მომიტინგეთა ნაწილმა ციხის საავადმყოფოსთან უნდა გადაინაცვლოს, რათა მიშა გამოუშვან! იმოქმედეთ!
თბილისში მომიტინგეებს მოვუწოდებთ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, – ამის შესახებ რუსი უფლებადამცველი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ე.წ. შტაბის ხელმძღვანელი მარკ ფეიგინი სოციალურ ქსელში წერს.
„მომიტინგეთა ნაწილმა ციხის საავადმყოფოსთან უნდა გადაინაცვლოს, რათა მიშა გამოუშვან! იმოქმედეთ!“, – წერს ფეიგინი Facebook-ზე.