პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მანქანა დაწვეს

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მანქანა დაწვეს. მონაწილეები ადგილზე მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. დააზიანეს შსს-ს ავტომანქანები, მოშალეს რკინის ჯებირები და ცდილობდნენ პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე შეჭრას. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 6 პირი.

ამ წუთებში შსს-ს წარმომადგენლები აფრთხილებენ მონაწილეებს დაიშალონ,  წინააღმდეგ შემთხვევაში ძალოვანი უწყების ინფორმაციით,  მართლწესრიგის აღსადგენად, მოხდება კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები