გეტი გრინი უოლ სტრიტის ქუჩიდან – ყველაზე ძუნწი ქალი მსოფლიოში

თუკი ფიქრობთ, რომ თქვენი სიდედრი ცუდად გექცევათ, არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა. ისტორიას ბევრი უარესი მაგალითიც ახსოვს. ახლა მოგიყვებით ქალის შესახებ, რომლის სახელიც „გინესის რეკორდების წიგნში“ აღნიშნულია, როგორც „ყველაზე ძუნწი ადამიანი მსოფლიოში“.

1916 წლის 3 ივლისს მსოფლიოში ყველაზე ძუნწი ქალი გარდაიცვალა. ჰენრიეტა ჰოულენდ გეტი გრინი, რომელსაც ზურგს უკან „უოლ სტრიტის ჯადოქარს“ უწოდებდნენ, 81 წლის ასაკში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. მისი სახელი „გინესის რეკორდების წიგნში“  მონიშნულია როგორც „ყველაზე ძუნწი ადამიანი მსოფლიოში“.
გარდაცვალებისას გეტი იმ დროის ყველაზე მდიდარი ქალი იყო, მისი ქონება 4 მილიარდ დოლარს ითვლიდა. მას დაახლოებით 8 ათასი მიწის ნაკვეთი ჰქონდა და ყიდულობდა კომპანიების აქციებს. ჰენრიეტა დაიბადა 1834 წელს, ოჯახში, რომელსაც იმ დროისთვის არც ისე ცუდი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა. ჰოულენდების შემოსავლის ძირითადი წყარო ვეშაპების ქონი იყო.
გოგონას აღზრდით დაკავებული იყო მისი ბაბუა – გიდეონ ჰოულენდი.

როდესაც მოხუცი გიდეონს მხედველობა თანდათან გაუუარესდა, შვიდი წლის გეტი მის კალთაში ჯდებოდა და დიდი ინტერესით უკითხავდა გაზეთში არსებულ ფინანსურ ამბებს, ის ძალიან კარგად ერკვეოდა განსხვავებაში აქციებსა და ობლიგაციებს შორის.

უკვე მოზარდობისას გოგონა ძალიან კარგად ერკვეოდა ბუღალტერიაში, მამას საქმეების წარმოებაში ეხმარებოდა და უხაროდა როცა კანონის გამოყენებით ხარჯებს ამცირებდა. ის ძალიან დიდი სიამოვნებით აკეთებდა ეკონომიას საკუთარ თავზეც კი. მან სისულელედ ჩათვალა ფული დაეხარჯა სკოლის გამოსაშვები საღამოს კაბაზე, რომელიც მხოლოდ ერთხელ გამოადგებოდა ცხოვრებაში. გეტიმ ფული ბანკში წაიღო, ხოლო გამოსაშვებ საღამოზე ძველი კაბით წავიდა. სკოლის შემდეგ მან ბუღალტერიის კურსები გაიარა და დიდი სიამოვნებით შევიდა ფინანსების სამყაროში.

მისი ეკონომიურობის შესახებ, რომელიც შემდგომ სიძუნწეში გადაიზარდა ლეგენდები დადის. ჰენრიეტა საკმაოდ ლამაზი გოგონა იყო, მაგრამ თაყვანისმცემლებს ცოტა აშინებდა ის, რომ ახალგაზრდა გოგონა ყოველთვის ერთსა და იმავე დაძონძილ კაბაში და გაცვეთილი ფეხსაცმლით დადიოდა. დედის გარდაცვალების შემდეგ გეტი ძალიან იშვიათად მართავდა სახლში სტუმრების მიღებას. ამბობენ, რომ გრინი ძვირ სანთლებს სტუმრების წასვლამდე აქრობდა, ხოლო მომწვარ სანთლებს მეორე დღეს ყიდდა. ხელსახოცებს მილიონერი ქალიშვილი არ ყრიდა, არამედ აპკურებდა წყალს და აუთოებდა შემდგომი მოხმარებისთვის.

რამდენიმე წლის შემდეგ მისი მამაც გარდაიცვალა, თანაც მანამდე ქალიშვილი გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ის შესაძლოა განზრახ გამოასალმონ სიცოცხლეს. იმ დროიდან ახალგაზრდა ქალი სულ ეჭვებში იყო. ჭამდა მხოლოდ იმას რასაც თვითონ მოამზადებდა. შემდეგ ჰომეოპათიის ჭეშმარიტება ირწმუნა და პროფილაქტიკის მიზნით გამუდმებით ხახვსა და ნიორს მიირთმევდა. მამის სიკვდილის შემდეგ, 1865 წელს ჰენრიეტა მნიშვნელოვანი ქონების, 7,5 მილიონი დოლარის მემკვიდრე გახდა. მაგრამ ქონების ხარჯვა კაბებსა და ძვირფასეულობაზე არ დაუწყია. მან ფულის დაგროვება, ინვესტირება და გამდიდრება დაიწყო. შემდგომ რამდენიმე წლით გაიწელა გარდაცვლილი დეიდის ანდერძის გასაჩივრება. დეიდამ თავისი ქონების 2/3 უანდერძა, მაგრამ შემდეგ შეცვალა ანდერძი და ეს თანხა უნდა წასულიყო ქველმოქმედებაზე. ჰენრიეტა ენთუზიაზმით შეუდგა სასამართლოში ქონებისთვის ბრძოლას. მან იპოვა ძველი ანდერძი და გააყალბა გვერდი, რომელიც თითქოს აუქმებდა ყველა მომდევნო ანდერძებს.

მამის გარდაცვალების შემდეგ ჰენრიეტა თავის მომავალ მეუღლეს, ედვარდ გრინს შეხვდა. ამერიკელი გრინის ოჯახში იყვნენ კონგრესმენები და მოსამართლეები, ედვარდის ბიძა კი ბოსტონის მერი იყო. თავად ედვარდმა, რომელიც რამდენიმე ენაზე საუბრობდა, მათ შორის ჩინურზე, ნახევარი მსოფლიო მოიარა. თვრამეტი წლის განმავლობაში ის ფილიპინებზე იმყოფებოდა, სადაც მან მნიშვნელოვანი ქონება გამოიმუშავა აბრეშუმის, ჩაის, თამბაქოს და ჰაშიშის ვაჭრობით.

ედვარდი მხარს უჭერდა ჰენრიეტას, როდესაც მამა გარდაეცვალა, შემდეგ კი – როცა დეიდა გარდაიცვალა. ორი წლის შემდეგ, 32 წლის ჰენრიეტა დათანხმდა ედვარდ გრინზე დაქორწინებას. საქმრო 40 წელს გადაცილებული იყო და ის აშკარად არ წარმოადგენდა  გოგონას გაცოცხლებულ ოცნებას: დაბალი, მელოტი და მუცლით. მაგრამ გეტი შეხედულებების მსგავსებამ მიიზიდა: ედუარდი ასევე საკმაოდ ეკონომიის მოყვარული იყო და არ უყვარდა ფულის დახარჯვა რაიმე სისულელეზე. წყვილმა დააკანონა ურთიერთობა და გააფორმა საქორწინო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მეუღლეს გეტის ქონებიდან არც ერთი ცენტზე უფლება არ ჰქონდა. ოჯახი ოჯახია, მაგრამ ფული ცალკეა. მაშინაც კი, როდესაც ქმარი გაკოტრდა და ვალებში ჩავარდა, გეტი არ დაეხმარა ქმარს. მან უბრალოდ გააძევა იგი.

მაშინაც გეტი გრინი უოლ სტრიტზე ყველასთვის ცნობილი იყო. ის ჰექტარობით მიწას და უძრავ ქონებას ფლობდა. მას ბირჟაზე თამაშში ბადალი არ ჰყავდა. ბროკერებმა იცოდნენ, რომ თუ გეტი გრინმა კომპანიის აქციები იყიდა, ხვალ ამ აქციების ფასი ცამდე მოიმატებს. ფასიანი ქაღალდების ყიდვისას გეტი კომპანიის ყველა წვრილმანს სწავლობდა და შეეძლო იმაზე მეტი ეთქვა, ვიდრე მფლობელს.

ცხოვრება სიძუნწის მკლავებში

ქორწინებიდან ჰენრიეტას  ორი შვილი დარჩა: ნედი და სილვია, რომლებიც პერიოდულად განიცდიდნენ დედის გადაჭარბებულ ეკონომიურობას. გრინს არ ჰქონდა საკუთარი საცხოვრებელი, ცხოვრობდა ყველაზე იაფ მოტელებში, ზოგავდა მედიკამენტებსა და სასურსათო პროდუქტებს. ჰენრიეტა თითქმის არასდროს ხარჯავდა ფულს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში და საცვლებს მხოლოდ მაშინ იცვალა, როცა წინა საცვლები  ნაფლეთებად იქცეოდა. მას არასოდეს უსარგებლია მოახლეებისა და მრეცხავების მომსახურებით. პრესის წაკითხვის შემდეგ ის ნედს გზავნიდა გაზეთის გასაყიდად. მაღაზიაში მას შეეძლო საათობით ვაჭრობა ყოველ ცენტზე – გამყიდველთა უმეტესობას სძულდა გეტი.

ჰენრიეტას სიძუნწის გამო მისმა ვაჟმა ნედმა ფეხი დაკარგა. ერთ-ერთ ცივ ზამთარში ნედს ციგა იყიდა. ბიჭი იმდენად გახარებული იყო და თვალებს არ უჯერებდა, რომ მაშინვე ყველაზე ციცაბო და საშიში გორაკი აირჩია ჩამოსასრიალებლად. ერთ-ერთი დაშვების დროს ციგა გადაბრუნდა და ბიჭმა ფეხის მძიმე დაზიანება მიიღო. მიუხედავ ეკონომიური მდგომარეობისა, ჰენრიეტა დახმარებისთვის ღარიბთა საავადმყოფოებში წავიდა. სამწუხაროდ, ძუნწი ქალს ყველა კარგად იცნობდა. ექიმებმა ბავშვის დახმარებაზე უარი თქვეს. შემდეგ გეტიმ გადაწყვიტა ბიჭისთვის სახლში ემკურნალა: რამდენიმე წლის განმავლობაში ნედს საშინელი ტკივილი აწუხებდა და ამის შემდეგ ფეხი მუხლს ზემოთ მოკვეთეს. ხანდაზმულ გეტის არასოდეს დაუტოვებია სიკვდილის შიში და ის ნაცნობებთანაც კი საკუთარი საკვებით მიდიოდა. იარაღის ტარების ლიცენზია რომ მიიღო, ის არასოდეს მოუშორებია. მანქანებზე, რომლებიც გამოჩნდა, ისევე როგორც ნებისმიერი ფუფუნების საგანზე, მან უარი განაცხადა და თქვა: „იესო ქრისტესთვის გადასაადგილებლად ვირიც საკმარისი იყო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები