სარჯველაძე – პრეზიდენტის განცხადებაზე: არ დაუსახელებია პოლიტიკური პარტია და შესაძლოა, გულისხმობდა „ნაციონალურ მოძრაობას“

არ დაუსახელებია პოლიტიკური პარტია და შესაძლოა, გულისხმობდა „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვას თუ ვინმეს გულისხმობდა, რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის უფლებაა – ჰქონდეს შეხედულება, რომელიც არ ნიშნავს ყოველთვის იმას, რომ ის აუცილებლად მართებულია ან მცდარია.

“არ უთქვამს, ვის გულისხმობდა და გაუგებარია, მაგრამ, თუ ფიქრობდა და ჩანაფიქრი ის ჰქონდა, რომ ეს კრიტიკული განცხადება ყოფილიყო ხელისუფლების მიმართ, მგონია, ობიექტურად არავითარი მიზეზი და საფუძველი პრეზიდენტს ამისთვის არ გააჩნია. ხელისუფლება და სახელისუფლებო პარტია მომხრე ვართ საკითხზე დისკუსიის, მსჯელობის, განხილვის და არა – აპრიორი გადაწყვეტილებების მიღების. როგორ შეიძლება, ამის საწინააღმდეგოდ ვინმეს რამე ჰქონდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები