მიხეილ სარჯველაძე – სამნიძის განცხადებაზე: აბსურდია და უბრალოდ ლოგიკურადაც გაუმართავი

აბსურდია და უბრალოდ ლოგიკურადაც გაუმართავი, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადება შეაფასა.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადება აბსოლუტური ტყუილია.

„აბსურდია და უბრალოდ ლოგიკურადაც გაუმართავი. ყველაფრიდან გამომდინარე, ოდნავ კრიტიკულად თუ შეხედავთ ამ განცხადებას, მის ტექსტს, მის შინაარსს და დააკავშირებთ ერთმანეთს, ძალიან მარტივად, პრიმიტიულად აღმოჩენადია ის, რომ ეს აბსოლუტური ტყუილია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ „TV პირველის” ეთერში გაიხსენა, როგორც თავად ამბობს, „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები. სამნიძის თქმით, მისი იმდროინდელი თანაპარტიელების განცხადებების გამო, ივანიშვილმა „რესპუბლიკელების” ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს უთხრა, რომ იძულებული გახდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ბოდიში მოეხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები