ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პარლამენტში ბიუროს სხდომა ჩაინიშნა

ხვალ, 2 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

ბიუროს დღის წესრიგში ასახულია პარტია „მოქალაქეების“ მიერ სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურის წარდგენის საკითხი.

ომბუდსმენის კანდიდატურა განსახილველად ადამიანის უფლებათა კომიტეტს გადაეცემა.

სახალხო დამცველის არჩევისთვის 90 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები