უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი ნარმანია დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველები სოციალურ ქსელში წერენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ბიჭი ბახმუტთან მიმდინარე სასტიკ ბრძოლას ემსხვერპლა.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაღუპული სამხედრო უკრაინის მოქალაქე იყო.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 37 ქართველი მებრძოლია გარდაცვლილი.