საქართველო 2023 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილზეა და მსოფლიო რეიტინგში ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კეთილდღეობის გრძელვადიანი, 10-წლიანი გაუმჯობესების მიხედვით, საქართველო სამი მიმართულებით დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში. 2013-2023 წლებში საქართველოს სარეიტინგო მდგომარეობა მსოფლიოში 11 ადგილით გაუმჯობესდა. დაცულობის და უსაფრთხოების რეიტინგის ათწლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-3 ადგილზეა. ამ პერიოდში სარეიტინგო პოზიცია საქართველომ 46 ადგილით გაიუმჯობესა. საინვესტიციო გარემოს ათწლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-3 ადგილზე გავიდა, პოზიციის 25 ადგილიანი წინსვლით.
საცხოვრებელი პირობების ათწლიანი გაუმჯობესებით საქართველო ასევე მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-3 ადგილზეა. ამ პერიოდში საქართველოს რეიტინგი 19 პოზიციით გაუმჯობესდა. „კეთილდღეობის ინდექსს“ და შესაბამის ანგარიშს ბრიტანეთის მოწინავე ანალიტიკური ცენტრი Legatum Institute 2007 წლიდან აქვეყნებს.
ორგანიზაცია გლობალურ კეთილდღეობას 12 აგრეგატის მიხედვით აფასებს :
• დაცულობა და უსაფრთხოება;
• პერსონალური თავისუფლება;
• მმართველობა;
• სოციალური კაპიტალი;
• საინვესტიციო გარემო;
• სამეწარმეო კონდიცია;
• ბაზარზე წვდომა და ინფრასტრუქტურა;
• ეკონომიკის ხარისხი;
• საცხოვრებელი პირობები;
• ჯანმრთელობა;
• განათლება;
• ბუნებრივი გარემო (ეკოლოგია). იხილეთ ბმულები:
https://li.com/reports/2023-legatum-prosperity-index/ https://www.prosperity.com/