მიხეილ სარჯველაძე: როდესაც წინასწარ, უარგუმენტოდ მოინათლება რომელიმე ინიციატივა რუსულად და შემდეგ დისკუსია გამოირიცხება, მართებული არ მგონია

“როდესაც წინასწარ, უარგუმენტოდ მოინათლება რომელიმე ინიციატივა რუსულად და შემდეგ დისკუსია გამოირიცხება, მართებული არ მგონია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ “ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ნებისმიერი საკითხზე დისკუსიისთვის მზადაა.

“მართებულია, ვიმსჯელოთ, რა კონკრეტული ნაკლოვანება შეიძლება, ჰქონდეს იდეას ტრანსფარენტულობის კუთხით, ასევე, ვიმსჯელოთ ცალკეულ რეგულაციაზე. დისკუსიის ასეთი მოდელი, როდესაც წინასწარ, უარგუმენტოდ მოინათლება რომელიმე ინიციატივა რუსულად, ან რომელიმე ქვეყნის სახელწოდება მიენიჭება და შემდეგ დისკუსია გამოირიცხება, მართებული არ მგონია. მზად ვარ, ნებისმიერ საკითხზე დისკუსიისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები